კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (25/07/26 - 31/07/26)

პუბლიკა

ციხეში წასვლასაც არ მოვერიდებიMMA-ის მებრძოლმასიწმინდეების დასაცავადორგანიზაცია დააფუძნა

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობაეროვნული თაობადააფუძნა. მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანი ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვააფსევდოლიბერალური ჯგუფებისგან“. ქართველიშვილი აცხადებს, რომ დასახული მიზნისთვისსაფრთხეებსა და ციხეში წასვლასაც არ მოერიდება“.

მოძრაობის დაფუძნებას უფლებადამცველი ორგანიზაციები ეხმაურებიან. სიას თავმჯდომარე თამარ ონიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ადამიანების დაშინებისა და დევნის ფონზესადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა“. მისი შეფასებით, ხდება ძალადობის ორკესტრირება, კერძო დაჯგუფებების, მედიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთობლივი მონაწილეობით. შესაბამისად, მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს ეკისრება.

ეროვნული ფასეულობების დაცვისმოტივით, კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.

29 ივლისს ცნობილი გახდა, რომეროვნული ფასეულობების დაცვისმოტივით, ადამიანთა ახალმა ჯგუფმა საინიციატივო ჯგუფის შექმნა გამოაცხადა. პროსამთავრობო მედიარუსთავი 2-ისცნობით, მის შემადგენლობაში არიან: მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია.

თბილისის საკრებულოსთან ბანერის გამო პოლიციამ 11 პირი დააკავა

გასულ დღეებში თბილისის საკრებულოსთან წარწერით  ბიძინა ყ*ეა“ , ბანერით დგომის გამო, პოლიციამ 11 პირი დააკავა.

მოვლენები დაიწყო აქტივისტ თორნიკე თოშხუას დაკავებით, რომელიც საკრებულოს წინ აღნიშნული ბანერით იმყოფებოდა.

თოშხუას დაკავების გასაპროტესტებლად და სოლიდარობის ნიშნად ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა და აქტივისტებმა იმავე შინაარსის ბანერები გაშალეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეები დააკავა. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, დაკავებისას როგორ ურტყამს სახეში ხელს სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილს პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი.

სასამართლომ შაკო ბაღდოშვილსა და ლაშა დგებუაძეს 10-10 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ნატო ბოლქვაძესა და ია მელითაურს  5-5; ამავდროულად მარიამ მეყანწიშვილს 6000, ვასო ბერიძეს, მარინე ნანავასა და სანდრო სეხნიაშვილს 5000-5000 ლარი დაეკისრა, თორნიკე თოშხუას კი 3000 ლარი. სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა თორნიკე თიკარაძე, რომლის პროცესიც 31 ივლისისთვის გადაიდო.

27 ივლისს წინა დღით დაკავებულთა სოლიდარობის ნიშნად იმავე შინაარსის ბანერი გაშალა ნოდარ წიწრიაშვილმა, რომელიც დააკავეს და მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თინათინ ბერძენიშვილისაზოგადოებრივი მაუწყებლისდირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილისაზოგადოებრივ მაუწყებელსკიდევ ერთი ვადით უხელმძღვანელებს. 29 ივლისს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მის კანდიდატურას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რვა წევრმა დაუჭირა მხარი.

გამოცხადებულ ღია კონკურსში ბერძენიშვილი ერთადერთი მონაწილე იყო და კონკურენტი არ ჰყოლია. იგი არხის ხელმძღვანელად პირველად 2020 წელს 6 წლის ვადით აირჩიეს. გასულ წელს ბერძენიშვილის წლიურმა შემოსავალმა 130 650 ლარი შეადგინა.

ბერძენიშვილის მმართველობის პერიოდში მაუწყებელი ახალ შენობაში გადავიდა, თუმცა მენეჯმენტი საზოგადოების მხრიდან კრიტიკას განიცდის ქართული ოცნებისსასარგებლოდ სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოების გამო. არხის შენობასთან იმართებოდა საპროტესტო აქციებიც ეთერის დათმობისა და ობიექტური გაშუქების მოთხოვნით. დაიხურა გადაცემარეალური სივრცედა კონტრაქტები შეუწყდათ იმ ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ.

მდინარაძეს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ნიშნავენ

სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული პოსტი უნდა შეიქმნას და ამ ცვლილებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. ეს უკვე მეორე უწყებაა, რომელსაც მთავრობაში სპეციალურად მისთვის ქმნიან.

რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე“, თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მინისტრად 2025 წლის აპრილში გადაიყვანეს. სუსის უფროსის თანამდებობაზე ის გეკა გელაძემ ჩაანაცვლა.

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იგი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რადგან მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა სჭირდება და მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ვერ შეძლებს.

თინათინ რუხაძის მინისტრობის პერიოდი კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა.  ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოება მას, წინამორბედის მსგავსად, კულტურის სხვადასხვა დარგისთვის მიყენებულ სერიოზულ ზიანსა და  კრიზისს უკავშირებენ. ამასთან, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო მისმა ქონებრივმა დეკლარაციამ, მათ შორის ძვირადღირებულმა შენაძენებმა.

ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობა გააუქმა

ნაურუს რესპუბლიკამ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობა გააუქმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ნაურუს მიერ 21 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის დასტურია. უწყებამ ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მზადყოფნა გამოთქვა.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნაურუს კაბინეტის გადაწყვეტილებასსაგარეო ზეწოლის შედეგიუწოდა.

ახალციხეში მეჩეთის იმამსა და მისი ოჯახის წევრებზე ჯგუფურად იძალადეს

18 ივლისს ახალციხეში მეჩეთის იმამ შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებს ათზე მეტი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. „ბათუმელებისცნობით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმამის შვილისა და არასრულწლოვანი ნათესავის ქუჩაში თურქულად საუბრის გამო. თავდამსხმელები ოჯახის წევრებს საცხოვრებელი სახლის ეზომდე დაედევნენ. თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავებული იმამი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელებისინფორმაციით, შევქეთ დვალიძეს პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- (ძალადობის) მუხლით მიმდინარეობს.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე პოლიციელს გირაო შეეფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას 60 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის შემდეგაც იგი საპატიმროს დატოვებს. პროკურატურის ცნობით, ჭითანავამ უკანონოდ მოიპოვა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, ერთერთის ფოტოები სხვა პირს გადაუგზავნა, ხოლო თავად მსხვერპლს უთვალთვალებდა და აშანტაჟებდა. ბრალდების მხარის განცხადებით, ფოტოვიდეო მასალას მას ესთეტიკის ცენტრიდან აწვდიდნენ, რასაც დაცვის მხარე უარყოფს.

ყოფილი პოლიციელი, რომელიც სამსახურიდან ერთი თვის წინ წავიდა, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

მარცხენა თვალზე ჩარევა დაგვიანებულია  აქციების დარბევის დროს დაშავებული ალექსი თირქია

2024 წლის 3 დეკემბერს სპეცრაზმის მიერ აქციის ძალადობრივად დაშლისას მძიმედ დაშავებული ალექსი თირქია, რომელიც რამდენიმე კვირა კომაში იმყოფებოდა, ამჟამად საფრანგეთშია და მკურნალობის დაწყებას ელოდება.

თირქიას განცხადებით, საფრანგეთში მხედველობა უკვე შეუმოწმეს და ექიმების შეფასებით, მარცხენა თვალის მდგომარეობა რთულია და ჩარევა დაგვიანებულია. ამ ეტაპზე იგი ნეიროქირურგის პასუხს, საჭირო საბუთებისა და დაზღვევის გაფორმებას ელოდება, მკურნალობის კურსის დასაწყებად.

დეკემბერში აქციის ძალადობრივად დაშლის დროს თირქია პოლიციის ალყაში მოჰყვა და სახეში სპეცრაზმის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა. მან თავის ქალისა და თვალბუდის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.

საქართველოში აშშის ელჩის მოვალეობას ემი დიასი შეასრულებს

საქართველოში აშშის ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი დიასი დაინიშნა.

დიასი საგარეო სამსახურის უფროსი კარიერული დიპლომატია, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  წარსულში თბილისში აშშის საელჩოს შიდა პოლიტიკურ განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე მან ალან ს. პერსელი ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ მოვალეობას 2025 წლის ივლისიდან, ელჩ რობინ დანიგანის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ ასრულებდა.

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა საქმის ხელახალ გამოძიებასა და მეწყრული ზონის გათხრას მოითხოვს

2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანის საქმეს სოციალურ ქსელებსა და მედიაში ხელახალი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი საქმის თავიდან გამოძიებას მოითხოვს.

დაკარგული მოზარდის დედა, სოფიო ბიბილაშვილი, საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და მლეთაში იმ დამეწყრილი ადგილი გათხრის ნებართვას მოითხოვს, სადაც შესაძლოა, მისი შვილის ცხედარი იყოს.

გურამ დადიანი 2014 წელს ლომისობაზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა,  ექსკურსიაზე, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. დედის ვერსიით, მასთან ერთად მყოფმა პირებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს. ბიბილაშვილი აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოების შესახებ უწყებებმა იგი მოატყუეს და რეალური სამუშაოები ადგილზე არასდროს უწარმოებიათ.

უცხოეთი

დაძაბულობაა კიევსა და თეირანს შორის

გასული კვირა დაძაბული იყო ირანსა და უკრაინას შორის. 25 ივლისს კასპიის ზღვაში ირანულ ხომალდზე უკრაინის დრონების დარტყმამ, რასაც ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, კიევსა და თეირანს შორის ურთიერთობა გაამწვავა.

ირანმა იერიშიაგრესიის აქტადშეაფასა, უკრაინელი დიპლომატი პროტესტის ნიშნად დაიბარა და საპასუხო სარაკეტო დარტყმითაც დაიმუქრა.

თავის მხრივ, უკრაინა აცხადებდა, რომ სამიზნე რუსეთისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთის გადამზიდი გემები იყო და კიევს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების განზრახვა არ აქვს.

28 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრიი სიბიჰამ, ირანელ კოლეგასთან, აბას არაყჩისთან, ისაუბრა. ზარის შემდეგ არყჩიმ განაცხადა, რომ სიბიჰამ თავდასხმას უნებლიე უწოდა და ასევე დასძინა, რომ ირანს უკრაინასთან ესკალცია არ სურს.

როგორც უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent სტატიაში წერს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის, თუმცა ორ ქვეყანას შორის ირიბი კონფლიქტი ღრმავდება.

მასიური იერიშები და სამოქალაქო მსხვერპლი უკრაინასა და რუსეთში

ივლისის ბოლო დღეებში უკრაინასა და რუსეთს შორის საჰაერო თავდასხმები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. რუსეთი განაგრძობს უკრაინის ქალაქების დაბომბვას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, ხოლო უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედი დრონებით სისტემატურად ურტყამენ რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობობიექტებს, სამხედრო ქარხნებსა და ლოჯისტიკურ ცენტრებს.

29-30 ივლისს რუსულმა ძალებმა მასიური იერიში მიიტანეს კიევზე, ლვოვსა და ხარკოვზე. გასული დღეღამის განმავლობაში რუსულ იერიშებს უკრაინის მასშტაბით, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 48 დაშავდა. 26-27 ივლისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 136 დრონი და 7 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რასაც კიევსა და სხვა რეგიონებში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინა კვლავ აგრძელებს რუსეთის უდიდეს ლოჯისტიკურ ცენტრზე Wildberries-ზე თავდასხმას. Wildberries-ზე იერიშები ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 29 ივლისს დარტყმა განხორციელდა რიაზანში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე, ხოლო 31 ივლისს ვოლგოგრადის ძერჟინსკის რაიონში განთავსებულ კომპანიის საწყობებზე, სადაც ხანძარი გაჩნდა და 5 ადამიანი დაშავდა.

28 ივლისს უკრაინამ მოსკოვის ოლქის მიმართულებით 390-ზე მეტი დრონი გაუშვა. ხანძარი გაჩნდა სამრეწველო საწარმოებზე.

დარწმუნებული არ ვარ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივლისს ვაშინგტონში, ოვალურ ოფისში აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ზელენსის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართულ საათნახევრიან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მოპოვება და სამშვიდობო დიპლომატიის გააქტიურება იყო. მისი შეფასებით, შეხვედრა იყოკარგი“.

თუმცა 30 ივლისს დონალდ ტრამპმა Financial Times-თან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების უფლებას. აშშის პრეზიდენტის თქმით, ესგანსაკუთრებული იარაღიადა ვაშინგტონი მსგავსი ლიცენზიების გაცემას სიფრთხილით ეკიდება. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის სწრაფად დასრულებაა და უახლოეს დღეებში კიევში თავის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ ვიტკოფს გაგზავნის.

პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

30 ივლისს პოლონეთის ტერიტორიაზე, ლუბლინის რაიონში დაუსახლებელ ადგილას რუსული რაკეტა Х-101 ჩამოვარდა ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო და პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ადასტურებენ. მომხდარზე რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსულმა დრონებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

24-დან 26 ივლისს რუმინულმა F-16 ტიპის გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ზედიზედ სამი რუსული დრონი (მათ შორისშაჰედი“) ჩამოაგდეს. პასუხად, რუმინეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა, კონსულტაციებისთვის მოსკოვიდან თავისი ელჩი გაიწვია და რუსეთის ელჩს ჩამოგდებული დრონის ნატეხები გადასცა. რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა, ინციდენტებსდაუშვებელი და უპატიებელიუწოდა. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვითარების დასადგენად დეტალური ერთობლივი გამოძიებაა საჭირო. მომხდარის გამო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება შესთავაზა.

ტრამპი აცხადებს, რომ ჰამასის განიარაღებისისტორიული შეთანხმებამიღწეულია ისრაელი ღაზის დაბომბვას აგრძელებს

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომმშვიდობის საბჭომმიაღწია შეთანხმებას ჰამასისა და ღაზის სექტორში მოქმედი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების სრული განიარაღების შესახებ. ტრამპმა Truth Social-ზე ამ შეთანხმებასისტორიულიუწოდა, ხოლო ჰამასის მაღალჩინოსანმა BBC-სთან დაადასტურა, რომ ჯგუფიმშვიდობის საბჭოსგეგმას დასთანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ ისრაელიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ჰამასის წარმომადგენელმა ღაზი ჰამადმა Al Jazeera-სთან განმარტა, რომ განიარაღება არ დაიწყება, სანამ ისრაელი ღაზის სექტორს საბოლოოდ არ დატოვებს.

როგორც Reuters წერს, ისრაელი სკეპტიკურადაა განწყობილი ჰამასის მიერ იარაღის ჩაბარებაზე. ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში ღაზაში ისრაელის მორიგ ავიადარტყმას მსხვერპლი მოჰყვა.

აშშმა ირანს დაარტყა, ირანმა ქუვეითში ამერიკულ ავიაბაზას

30 ივლისს აშშის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშმა მორიგი შეტევა მიიტანა ირანზე. მათი თქმით, იერიშის სამიზნე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით ობიექტი გახდა, მათ შორის სამეთაურო ცენტრები, რაკეტებისა და დრონების ბაზები და საზღვაო ობიექტები.

მათივე განცხადებით, ეს იყო საპასუხო იერიში 28 ივლისს იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელიც აშშის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

დღეს, 31 ივლისს, ირანმა გამოაცხადა, რომ საპასუხო დარტყმა მიაყენა ქუვეითში მდებარეაჰმად ალჯაბერისამერიკულ ავიაბაზას.

მაროკოდან სეუტაში ბოლო 24 საათში 60 000 ადამიანი გადავიდა

BBC-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 60 000 მიგრანტი გადავიდა. დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი. მიგრანტების მასობრივი გადასვლის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედროები გაგზავნა. სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ძალები სამოქალაქო გვარდიას ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.

პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა, შექმნილი ვითარებათავდასხმადშეაფასა და განაცხადა, რომ ყველა არალეგალი მიგრანტი მაროკოშირაც შეიძლება მალედაბრუნდება.

ბერლინში პრაიდის ღონისძიებაზე ხალხში მანქანა შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი

25 ივლისს ბერლინის ცენტრში პრაიდის მონაწილეებში ფურგონით შევარდა და შემდეგ გამვლელებს ცივი იარაღით დაესხა თავს 21 წლის აბდულ ბ., რომელიც 26 ივლისს, დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის გამო, სამართალდამცავებმა მოკლეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.

გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი გერმანიაში დაბადებული ქვეყნის მოქალაქეა, რომლის ოჯახიც წარმოშობით ლიბანიდანაა. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, მას კავშირი ჰქონდა რადიკალურ ისლამისტურ წრეებთან: 2025 წელს იგი, როგორც ტერაქტის მზადებაში ეჭვმიტანილი, ბერლინში დააკავეს, როდესაც სირიაშიისლამურ სახელმწიფოსთანკავშირს ცდილობდა, საპატიმრო დაწესებულება კი 2026 წლის მაისში დატოვა.

მომხდარი თავდასხმა გერმანიის მუსლიმთა გაერთიანებებმა მკაცრად დაგმეს.