კონგრესმა ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღო და ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაუგზავნა

პუბლიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 16 სექტემბერს დაამტკიცა ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის რუსეთის ხელისუფლების სახელით მოქმედი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა.

კანონპროექტი უკვე გარდაცვლილმა სენატორმა ლინდსი გრემმა წელიწად-ნახევრის წინ წარადგინა. სენატმა მას აგვისტოში დაუჭირა მხარი.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს 262-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა – 159. დემოკრატიული პარტიის 58 წევრი პარტიის ლიდერების პოზიციას გაემიჯნა და კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მას ასევე მხარი დაუჭირა თითქმის ყველა რესპუბლიკელმა, შვიდი წევრის გარდა.

კანონმდებლობა მიზანში იღებს რუსეთის ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებს, ასევე ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ – ტანკერებს, რომლებიც მათზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლით მუშაობენ. კანონპროექტის მიზანია, მოსკოვს შეუზღუდოს იმ ფინანსური რესურსების მიღება, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად იყენებს.

სანქციები შეიძლება შეეხოს მათ, ვინც უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას, შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევას ან უკრაინის ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

კანონპროექტის თანახმად, ტრამპს შესაძლებლობა ექნება, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რუსული არმიის ზოგიერთ მეთაურს და „ნებისმიერ უცხოელ პირს, რომელიც შეგნებულად აწვდის პროდუქციას რუსეთის სამხედრო ძალებს“.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ მკაცრი ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას ითვალისწინებს, რათა შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე.

კანონპროექტს წინააღმდეგობა მოჰყვა იმის გამო, რომ ის ტრამპს ასევე აძლევს უფლებამოსილებას, ჩინეთის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ 100%-მდე ტარიფები დააწესოს, რათა მათ შეამცირონ რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაფართოებას.

ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელიც კონგრესმა მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და მისმა თანამოაზრე რესპუბლიკელებმა 2025 წლის იანვარში კონგრესის ორივე პალატაზე მოიპოვეს კონტროლი.

ლინდსი გრემმა და სხვა სენატორებმა კანონპროექტი 2025 წლის აპრილში წარადგინეს, თუმცა კანონპროექტმა ამერიკელი კანონმდებლების მხარდაჭერა 2026 წლის ივლისამდე ვერ მოიპოვა.

გრემის კანონპროექტი სენატმა 2026 წლის აგვისტოში დაამტკიცა 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანონმდებლებთან შეხვედრისას კანონპროექტის მიღების აუცილებლობას უსვამდა ხაზს. მან სენატში, სხდომათა დარბაზში დისტანციურად უყურა პროცედურულ კენჭისყრასაც.

ზელენსკიმ კანონპროექტის მხარდაჭერა მიმდინარე კვირაშიც დაადასტურა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ის კანონად იქცეს“. მისი თქმით, მადლობას უხდის „მსოფლიოში ყველას, ვინც ამ მიდგომას მხარს უჭერს და იცის, რომ ძალა მუშაობს“.