4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პუბლიკა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების პირობები შემდეგია: 1 წელი საპატიმრო სასჯელი, 3 წელი – პირობითი სასჯელი. გვენცაძე საპატიმროს დაახლოებით 2 კვირაში დატოვებს. საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ დაამტკიცა.

4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურა ნიკა გვენცაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივნისში მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ჯამში ბრალდებული იყო 64 ადამიანი. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.