სუსის ცნობით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცდილობდა, ბირთვული მასალა ურან-238 უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გაეყიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრზარვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბირთვული მასალის კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ცდილობდა, ბირთვული მასალა „ურან-238“ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გაეყიდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს (ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა), რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.