სასამართლომ ანა ბდეიანი „ოლე-ოლას” სიმღერის საბაბით 3 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მიიჩნევს, რომ საკრებულოსთან „ოლე-ოლას” სიმღერის დროს ბდეიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რითაც საზოგადოებრივი წესრიგი დარიღვა.
ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის განსაზღრული, აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, როგორიცაა საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
სასამართლოში „ოლე-ოლას” სიმღერის გამო ადმინისტრაციული საქმე არაერთი აქტივისტის მიმართ მიმდინარეობს.