„ოლე-ოლას“ სიმღერის საბაბით ანა ბდეიანი 3000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

სასამართლომ ანა ბდეიანი „ოლე-ოლას” სიმღერის საბაბით 3 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მიიჩნევს, რომ საკრებულოსთან „ოლე-ოლას” სიმღერის დროს ბდეიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რითაც  საზოგადოებრივი წესრიგი დარიღვა.

ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის განსაზღრული, აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, როგორიცაა საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

სასამართლოში „ოლე-ოლას” სიმღერის გამო ადმინისტრაციული საქმე არაერთი აქტივისტის მიმართ მიმდინარეობს.