„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ანა ყურაშვილი სასამართლომ „ოლე-ოლას” სიმღერის საბაბით 3 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის განსაზღრული, აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, როგორიცაა საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მიიჩნევს, რომ საკრებულოსთან „ოლე-ოლას” სიმღერის დროს ყურაშვილი 23 და 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქტივისტების ცნობით, სხდომაზე გამოკითხნენ მოწმე პოლიციელებიც.
ე.წ. სქროლვა-სქრინვის სააგენტომ „ოლე-ოლას” სიმღერის გამო ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არაერთი აქტივისტის მიმართ შეადგინა.