ცხინვალში ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს – სუს

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ექიმი შაბათს რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.