სამივე ახალი შემთხვევა თეთრიწყაროდანაა და საკარანტინო სივრციდან – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სულ კოვიდცენტრებში დღეს 311 პაციენტი მკურნალობს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყაროდან და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა,  გუშინ დილით შემოვიდა 2 პაციენტი. ისინი არა ამ ახალი სამიდან, არამედ წინა 9 ახალი შემთხვევიდან, ორივე თეთრიწყაროდან არის და საკარანტინო სივრციდან.

ჩვენს კლინიკაში 41 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. 87 გამოჯანრთელებული პაციენტია, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა. მძიმე პაციენტებს რაც შეეხება, ერთ მძიმე პნევმონიას დაგვემატა 2 პნევმონია. ჯერჯერობით, დაავადების პროგრესირება მათთან არ შეიმჩნევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, 10 გარდაცვლილი.