„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ოპერასთან დასრულდა

პუბლიკა

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია უკვე დასრულდა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დღეს რესპუბლიკის მოედანთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ოპერის შენობისკენ მსვლელობა გამართეს. ისინი მთავარ აქციას არ შეუერთდნენ.

პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. როგორც ისინი ამბობენ, აქციები მომავალშიც გაგრძელდება თავისუფლების მოედანზე, თუმცა კონკრეტულ თარიღს და დროს მოგვიანებით დაასახელებენ. „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ.