სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკმიმართვაში თავად გაავრცელა. ფაშინიანის თქმით, ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც.
ფაშინიანი აცხადებს, რომ ვირუსი ასიმპტომურია და ის მუშაობას პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან გააგრძელებს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 9 282-ია. გარდაიცვალა 131, გამოჯანმრთელდა 3 386 ადმიანი.