შესარჩევია მაუწყებლის 3 მეურვე - ვის სურს საბჭოს წევრობა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს. 10  კანდიდატიდან უნდა შეირჩეს 3 ადამიანი, რომლებიც ბორდში ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძეს და გია იაკობაშვილს ჩაანაცვლებენ.

სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებია: ზაზა აბაშიძე, თამარ ამაშუკელი, ნათია კაპანაძე, გრიგოლ [გია] მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, ოთარ შაორშაძე, დოდო შონავა, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინო ჭალაგანიძე, ზაურ ხალილოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო 9 წევრისგან შედგება. საქართველოს პარლამენტი დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით; სამს –  საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით; ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

ამჯერად ასარჩევია უმრავლესობის კვოტით დასახლებული ერთი კანდიდატი და ორი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ.