ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება - გახარია

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გიორგი გახარიამ სასაცილო უწოდა 20 ივნისისთვის თბილისის ჩაკეტვაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

“აქტიურად განიხილება საზოგადოებაში, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება თბილისი ჩაიკეტოს. სასაცილოა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეპიდემიასთან ადაპტაცია მოვახდინოთ და სწორად ვმართოთ. არანაირი მონაცემები, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ჩაიკეტოს არ არსებობს. ასე რომ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.