გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს - რუსეთის სახელმწიფო მედია

რუსეთის სახელმწიფო მედიის RIA-ის ცნობით, რომელიც გერმანიაში რუსეთის საელჩოს ინფორმაციას ეყრდნობა, ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს.

დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულს ხანგოშვილის მკვლელობის დავალება რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჰქონდა მიღებული.