კრემლი 16 აგვისტოს ლოკაშენკო-პუტინს შორის კომუნიკაციაზე აცხადებს, რომ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დახმარება შესთავაზა;
კრემლის განცხადებით, პუტინმა ბელარუსის ლიდერს უთხრა, რომ რუსეთი საჭიროების შემთხვევაში მზად არის, ბელარუსს დაეხმაროს „კოლექტიური სამხედრო ხელშეკრულების“ ფარგლებში. ამავე განცხადებაში კრემლი აღნიშნავს, რომ ბელარუსი „გარედან“ ზეწოლას განიცდის, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, ვისგან.
ბელარუსში დემონსტრაციები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე 2 დემონსტრანტი. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.