საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ინფორმაცია ამის შესახებ STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განხცადებით, ერთი დადასტურებულის წყარო ლენჯერის კლასტერია, 6-ის წყარო არის დადასტურებულებთან კონტაქტი, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევაა. მისი თქმით, აქედან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
განახლებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1447
- აქედან გამოჯანმრთელდა – 1190
- გარდაიცვალა – 19
- კარანტინის რეჟიმში – 5943
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41