ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ისევ გამოჩნდა ავტომატით ხელში. ფოტოს რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მათ ეს ფოტო ლუკაშენკოს პრესსამსახურისგან მიიღეს კითხვაზე პასუხად – სად იმყოფება ამჟამად ბელარუსის პრეზიდენტი.
დღეს მინსკში პრეზიდენტი ლუკაშენკოს წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა. მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, ბელორუსის დედაქალაქში სპეცრაზმი განლაგდა.
აქცია კვირას, შუადღისას დაიწყო. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი საათის განმავლობაში ძალოვანებმა აქციის 125 მონაწილე დააკავეს.