ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 11 შემოტანილია.
„18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო 11 შემოტანილია. აქედან, 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
განახლებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1487;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1240;
მათ შორის გარდაცვლილი – 19;
კარანტინის რეჟიმში – 5524;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.