პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი გამორიცხავენ კოალიციის შემქნის საჭიროებას რომელიმე პარტიასთან. როგოც კობახიძე ამბობს, განსაკუთრებით, „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა პრორუსუსლ პარტიასთან.
„კოალიაცია ჩვენ არ დაგვჭირდება, ასეთია დღევანდელი სურათი. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე ავიღებთ ბევრად მეტს, ვიდრე 50%-ია, შესაბამისად, ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას. ეს ერთი და მეორე, თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც „ნაცმოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან, როგორიც არის „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტები“, „გირჩი“ და ა.შ. ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“ ბუჯანაძესთან და პრორუსულ პარტიებთან რომლებიც, სხვათა შორის დღეს არიან ამ ე.წ. ძალიან პროდასავლური პარტიების პარტნიორები.
ეს არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაცმოძრაობა“ არის ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი წლების მანძილზე აკეთებდნენ რუსულ საქმეს საქართველოში და სწორედ ეს აერთანებთ მათ და ამის გამო სხედან ისინი ერთ მაგიდასთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის შესწავლაზე დასმულ შეკითხვას მან უპასუხა, რომ ამაზე მუშაობს აუდიტის სამსახური და ამის შემდეგ იქნება სამართლებრივი რეაგირება.
„რა თქმა უნდა, თუ მტკიცდება ასეთი ფაქტი, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. უნდა დაველოდოთ შედეგებს. შესაბამისი უწყებები პასუხისმგებელნი არიან ამ საკითხის შესწავლაზე და როცა ყველაფერს ნათელი მოეფინება, იქნება რეაგირება. ჯერ არის პირველადი მოკვლევა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, დაუშვებელია რუსული ფულის ტრიალი. აუდიტის სამსახურის უშუალო ფუნქციაა ასეთი საკითხების შესწავლა და უნდა დაველოდოთ მათ პოზიციას”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.