მეათე საჯარო სკოლასთან აქციები გრძელდება

პუბლიკა

მეათე საჯარო სკოლასთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის ამსახველ ფოტოებს, თავად სკოლის დირექტორი, ბელა ხუბუტია ავცელებს.

აქციის მონაწილეები დირექტორ ბელა ხუბუტიას უჭერენ მხარს. მათ რამდენიმე დღის წინაც გამართეს აქცია განათლების სამინისტროსთან.

საჯარო სკოლის დირექტორთა გარკვეული ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დიერქტორი ბელა ხუბუტია ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 სექტემბერს შეუწყდა, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია შეძლებს თუ არა სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის გაგრძელებას, ისე, როგორც ეს ზოგიერთი მისი კოლეგის შემთხვევაში მოხდა.

ბელა ხუბუტიამ „პუბლიკასთან“ საუბარში სკოლის დირექტორებთან მიმართებით, სამინისტროს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბელა ხუბუტიამ 13 წლიანი მუშაობის განმავლობაში სკოლისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები განახორციელა, ის კარგი  ლიდერი და მენეჯერია. აქციის მონაწილეები ითხოვენ ბელა ხუბუტიას მორიგ არჩევნებამდე  სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შეუნარჩუნდეს.