ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ თავიანთი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე - კალაძე სასულიერო პირებზე

პუბლიკა

„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ თავიანთი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე…”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისას სასულიერო პირების დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს კალაძე.


„[პოლიტიკურ შეკრებებზე] მისვლა არ ნიშნავს მათ მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის განცხადება სიტყვიერად… მოწოდება მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტების კითხვაზე მიტროპოლიტმა შიომ.

„მალე მოგიტანთ დასამშვიდებელს. ძალიან აღგზნებული ხართ“, – ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას მიტროპოლიტი სერაფიმე.

მიტროპოლიტმა ანტონმა კი აღნიშნა, რომ „ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას”.

„როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. მომავალ თაობაში.. ყველა თაობაში იყო… ეკლესია ყოველთვის მხარს უჭერს არსებულ ხელისუფლებას. ვინც არ უნდა მოვიდეს კიდევ ხელისუფლებაში, ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება და ასე რომ ვთქვათ, არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათთან ერთად“, – აღნიშნავს მიტროპოლიტი ანტონი.

მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ კიდევ არ მოსულა ხელისუფლებაში და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიისადმი.