ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მას პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. მისი თქმით, ეს მუქარა მის აქტივობებთან, მაგალითად დავით-გარეჯის საკითხზე მის პოზიციასთან, არის დაკავშირებული.
ბრეგაძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები უცხოეთში, კერძოდ, უკრაინაში კეთდება – „ალბათ ხვდებით ვინ არის ჩართული ამ საქმეში“ – ამბობს ის.
იგი ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში მადისკრედიტებელი არაფერია, მაგრამ ჩანაწერები სავარაუდო დამონტაჟებული იქნება, „მილიონი რაღაცა იქნება ერთმანეთზე გადაბმული” – ამბობს ბრეგაძე.
სანდრო ბრეგაძე ასე გამოეხმაურა ჩანაწერს, რომელიც დღეს გავრცელდა, და სადაც იგი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) ვიცე-პოლკოვნიკს, ივანე მოროზოვს ესაუბრება. ბრეგაძე და მოროზოვი რუსეთიდან გაზის, პროპანის, ბურტანის, და თხევადი გაზის იმპორტზე საუბრობენ.
ამ საუბრის შესახებ ბრეგაძე ამბობს, რომ მოროზოვი მისი მეგობარია და ამ საუბარში განსაკუთრებული არაფერია.
შეგახსენებთ, რომ ესტრონეთის საგარეო დაზვერვის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით “ქართული მარშს” კავშირები აქვს რუსეთთან.