მოგიწოდებთ, „დარჩი სახლშის“ პრინციპი ისევ ავამუშავოთ აჭარაში - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ, სანამ აჭარაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება, უნდა ამუშავდეს პრინციპი, რომელიც გაზაფხულზე მთელ ქვეყანაში მუშაობდა – „დარჩი სახლში“, – განსაკუთრებით, ხანდაზმულებისთვის.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, გაუწიოთ ადვოკატირება პირბადის ტარებას. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვლება ყველაზე დიდ რისკფაქტორად. თუ ორივეს უკეთია პირბადე, გადადების რისკი არის მხოლოდ 1%. დახურულ სივრცეებსა და ღია სივრცეებში, სადაც დისტანცია არ არის დაცული, აუცილებელია პირბადის ტარება.

იყო აჭარაზე გადაწყვეტილებები ტრანსპორტსა და რესტორნებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ, რაკი მაღალია ინფიცირების რაოდენობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებზე, „დარჩი სახლში“ პრინციპი ისევ ავამოქმედოთ აჭარაში და გადავიდეთ მაქსიმალურად  დისტანციურ მუშაობაზე. სასურველია, ხანდაზმულების მობილობა დაეცეს, სანამ სიტუაციას დავასტაბილურებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოუწოდა ადამიანებს, ვისაც კონტაქტი ჰქონდა სავარაუდო ინფიცირებულთან და გამოუვლინდა სიმპტომი, მაშინვე დარეკოს 112-ში და დარჩეს იზოლაციაში ექიმის რეკომენდაციის მიღებამდე.