გურიაში შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.