განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდება.
„19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას.
აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა მინისტრმა.