აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 1 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 300 პაციენტი გაეწერა კოვიდსასტუმროდან და 100-მდე პაციენტი – კლინიკებიდან.
„ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის, 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი. კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 957 პაციენტი, მათ შორის 65 არასრულწლოვანი“, – წერია აჭარის ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი და ონლაინკლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია 553 პირს.
უწყების ცნობით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება და რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 866 გახდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5866;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2324;
- გარდაცვლილი – 33;
- კარანტინის რეჟიმში – 5637;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41