ბათუმის მოხუცთა თავშესაფრში კორონავირუსი 13 ბენეფიციარსა და 7 თანამშრომელს დაუდასტურდა, – დაზუსტებულ ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი თქმით, ამჟამად თავშესაფარიდან სულ 30 პირია ინფიცირებული. 10 შემთხვევა კი თავშესაფარში 10 სექტემბერს ინფიცირების პირველ ფაქტს უკავშირდება. ელოდებიან კიდევ 5 პირის კვლევის შედეგებს.
დაინფიცირებულების წყარო, დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის თქმით, უცნობია. ბარამიძის განცხადებით, თავშესაფარი 2 სექტემბრის შემდეგ გადასულია კარანტინის მდგომარეობაში. მისივე მტკიცებით, 10 სექტემბრიდან ყველა თანამშრომელი და ბენეფიციარი თვითიზოლაციაში და კარანტინში არიან გადანაწილებული. დეკანოზ ბარამიძის ინფორმაციით, დაწესებულებაში ამჟამად სულ 90 მობინადრეა.
შესწორება:
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით – „ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 25 ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – დირექტორი”. სათაური შეიცვალა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოგვიანებით გავრცელებული მონაცემების საფუძველზე.