მაშინ, როდესაც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში უძრავი ქონების დაზღვევით თითქმის ყველა სარგებლობს, ჩვენთან იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც საცხოვრებელი სახლი აქვს დაზღვეული. ქონების დაზღვევის წილი უმეტესად კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოდის.
ამ თემაზე სასაუბროდ „სადაზღვევო კომპანია „ალფას“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, მარიამ სოსელიას ვესაუბრეთ:
ამის მიზეზი, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობა და ამ პროდუქტზე არსებული არასწორი წარმოდგენებია.
ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ქონების დაზღვევა ძალიან ძვირია და მხოლოდ მაღალი ფენისთვის არის შესაძლებელი. რაც რეალურად ასე არ არის. თქვენი საცხოვრებელი ბინის დაზღვევა თვეში 7 ლარიდან არის შესაძლებელი ლიმიტების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ კონკურენტუნარიანმა გარემომ სადაზღვევოებს უბიძგა დაეხვეწათ პროდუქტი და იგი მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული გაეხადათ. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ერთ–ერთი საუკეთესო პირობები გვაქვს ბაზარზე.
განსხვავებით კონკურენტი სადაზღვევოებისგან, ჩვენი პროდუქტი გათვლილია ლიმიტებზე და არა ბინის კვადრატულობაზე. ანუ მომხმარებელი არ არის შეზღუდული ფართობის მიხედვით და შეუძლია მისთვის სასურველი პაკეტი აირჩიოს ლიმიტის შესაბამისად. სწორედ ამიტომ მომხმარებლის დაინტერესებაც იზრდება და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით დაზღვევის კულტურა გაუმჯობესდება ჩვენს ქვეყანაში.
მომხმარებელს ხშირად უბრალოდ დრო არ აქვს, რომ დაზღვევის ჩახლართულ პირობებში გაერკვეს. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ ყველა მიმართულებით გამარტივებული პირობების შექმნა. პირობების გაგება და დაზღვევის შეძენა ჩვენთან ონლაინ არის შესაძლებელი: ლინკი
რემონტის დაზღვევა უნიკალური პროდუქტია, რომელიც თქვენი რემონტის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში გიცავთ ხარჯებისგან. შესაძლებელია ავეჯისა და ინვენტარის დაზღვევაც. ასევე, რა თქმა უნდა, მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანიც შეგიძლიათ დააზღვიოთ.
გაუთვალისწინებელი შემთხვევები არავის გვიყვარს, მითუმეტეს თუ ამ შემთხვევის გამო სოლიდური ფინანსური ხარჯი უნდა გავწიოთ. ქონების შემთხვევაში ეს ხარჯი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს ვიდრე მაგალითად, ავტომობილის შემთხვევაში. ყველამ ვიცით რამდენად ძვირია უძრავი ქონება საქართველოში და რა ჯდება რემონტის გაკეთება. შეიძლება ეს ფრაზა მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაზღვევით თქვენ ნამდვილად თქვენს სიმშვიდეს ყიდულობთ.