დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში COVID-19-ის 3 072 აქტიური შემთხვევა რჩება.

30 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა.

განახლებული მონაცემები:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 37;
  • კარანტინის რეჟიმში – 5445;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.

მარინა ენდელაძის განმარტებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ინტენსიურ მატებაში „არაფერია გასაკვირი“.

„დრო გავიდა, უკვე რამდენი ხანია, რაც დაიწყო შედარებით ინტენსიური მატება, ამდენად გავიდა დრო და პაციენტები გამოჯანმრთელდნენ, არაფერია გასაკვირი“, – თქვა მან.