საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ქალია. მათივე ცნობით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ შეიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა covid-19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა, რის გამოც მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
დღეს, 30 სექტემბერს 2 პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6 192;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 120;
- მათ შორის გარდაცვლილი – 38;
- კარანტინის რეჟიმში – 5 445;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 000;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.