თსუ-ის განცხადებით, ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორების შურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე სტუდენტს სტატუსი შეუწყდა.
როგორც უნივერსიტეტში „პუბლიკას” განუცხადეს, გადაწყვეტილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ მიიღო.
ამასთან, თსუ-მა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დამატებით იმსჯელებენ მათ საკითხთან დაკავშირებითაც.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჰქონდა უნდა არა რეაგირება უწყებას უნივერსიტეტის მიმართვის შემდეგ. შსს-დან ამ კითხვაზე პასუხის მიღებას 22 სექტემბრიდან ვცდილობთ. მათ ამ დრომდე ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.