საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ეს, 30 სექტემბერს გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120
  • მათ შორის გარდაცვლილი – 39
  • კარანტინის რეჟიმში – 5445
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41