საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა - აჭარის ჯანდაცვა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცის აღენიშნებოდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 241;
  • იმერეთი – 98;
  • თბილისი – 62;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი -15;
  • სამცხე-ჯავახეთი – 9;
  • გურია – 7;
  • შიდა ქართლი – 7;
  • კახეთი – 2;
  • იმპორტირებული – 6.