თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
• აჭარა – 297
• თბილისი – 78
• იმერეთი – 52
• სამეგრელო ზემო სვანეთი – 6
• გურია – 6
• შიდა ქართლი – 6
• ქვემო ქართლი – 2
• კახეთი – 3
• მცხეთა-მთიანეთში – 2
• სამცხე ჯავახეთი – 1
მარინა ენდელაძის განმარტებით, იმ ინფიცირებულებიდან, რომლებიც ახლა გადიან მკურნალობას 38 არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 36 მართვით სუნთქვაზეა. ენდელაძის განცხადებით, მართვის სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პაციენტია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 295 მოქალაქე და გარდაიცვალა კიდევ 2 კოვიდპაციენტი.