„ბოლო 24 საათში გვყვავს 5 გარდაცვლილი კოვიდპაციენტი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა.
ტიკარაძის ინფორმაციით 2 გარდაცვლილი ბათუმში, ხოლო 3 – ქუთაისშია.
გარდაცვლილთა რაოდენობა StopCov.ge-ზეც რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით 46 ადამიანია გარდაცვლილი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7093;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714;
- მათ შორის გარდაცვლილი – 46;
- კარანტინის რეჟიმში – 5392;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.