აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყების ინფორმაციით, რეგიონში გამოჯანმრთელდა 211 და გარდაიცვალა კიდევ ერთი, 90 წლის პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის – 462, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 735 პაციენტი. Covid-კლინიებშიში – 14 არასრულწლოვანი და 19 ორსულია მოთავსებული, ხოლო Covid-სასტუმროებში – 75 არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, რეანიმაციაში მოთავსებულია 23 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.