საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი, 375 გამოჯანმრთელდა.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8 696;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4 619;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 52;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 392;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.