ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 355 პაციენტი, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 416 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

მათივე ინფორმაციით, პირველი გარდაცვლილია 80 წლის, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურში 23 სექტემბერს შეიყვანეს. დიაგნოზი: მას კორონავირუსის პარალელურად, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით.

მეორე პაციენტი იყო 65 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, კომა.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 474 პაციენტი, 16 არასრულწლოვანი, 20 ორსული. რეანიმაციაში – 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლები – 40. Covid სასტუმროებში – 861, არასრულწლოვანი – 82 პაციენტი.