დღეს კორონავირუსით მესამე პაციენტიც გარდაიცვალა - ტიკარაძე

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, დღეს უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, გარდაცვალების 2 შემთხვევა ბათუმში, ხოლო 1 – ქუთაისშია.

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი, 375 კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 416;
  • თბილისი -72;
  • იმერეთი – 44;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23;
  • ქვემო ქართლი – 10;
  • გურია – 8;
  • სამცხე-ჯავახეთი – 3;
  • კახეთი – 1;
  • შიდა ქართლი 1.

„45 არის კრიტიკული, აქედან 43 გახლავთ მართვით სუნთქვაზე. 9 არის აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.