ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს.
“დღეს დავტოვებ უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს. თავს მშვენივრად ვგრძნობ. არ შეგეშინდეთ. არ დაუშვათ, რომ კოვიდი დომინირებდეს თქვენს ცხოვრებაში”. – წერს იგი.
“ტრამპს თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ“, – წერს ტრამპი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.