„პირადი მოსაზრებები" - რატომ სურდა და რატომ გადაიფიქრა გადადგომა თენგიზ ცერცვაძემ

პუბლიკა

“პირადი მოსაზრებები მქონდა, სხვადასხვა პროცესზე. ყველას აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, სიტუაცია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობს, გადადგეს”. – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია პირველთან საუბარში, კითხვა შეეხებოდა იმას თუ რატომ გადაწყვიტა მან გადადგომა.

იგი მკაფიოდ არ განმარტავს რას გულისმხობს პირად, განსხვავებულ მოსაზრებებში, თუმცა დაზუსტებით ამბობს, თუ რატომ გადაიფიქრა თანამდებობის დატოვება.

“იმიტომ, რომ ახლა როდესაც შემთხვების მატებაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამას სიკვდილობის მატება არ მოჰყვეს, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი. მე კლინიკურ ჯგუფს ვხელმძღვანელობ, და ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლას ვკოორდინირებ”. – თქვა მან.

მისი თქმით, გადადგომის გადაწყვეტილების  მთავრობის წევრებთან დაპირიპირების მიზეზით არ მიუღია.

ცერცვაძე ამბობს, რომ ადრეც ვფიქრობდი გადადგომას, და განცხადებაც ჰქონდა დაწერილი – “სხვა მიზეზი იყო, მაშინ კოვიდპანდემია არ იყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ წლების მანძილზე ინფექციური ძალიან შევიწროვებული იყო და ინფრასტრუქტურა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გადადგომის ჩემი წინა მცდელობა მთლიანად ამ მოთხოვნასთან იყო დაკავშირებული”.

მისი თქმით, ძნელი სათქმელია, პანდემიის შემდეგ გადადგება თუ არა, და რომ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული