საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტებიდან 3 აჭარაში, ხოლო 1 – ქუთაისშია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც COVID -19-თან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. როგოც უწყებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა.
მათივე ცნობით, მეორე გარდაცვლილი 64 წლის ქალია, რომელსაც COVID -19-თან ერთად, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. აჭარის ჯანდაცვის ცნობით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები – ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ჰქონდა.
კიდევ ერთი, მე-3 გარდაცვლილი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 84 წლის კაცია, რომელსაც COVID -19-თან ერთად, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. როგორც უწყებაში ამბობენ, მამაკაცს გადატანილი ჰქონდა ინსულტიც.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9 245;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4 887;
- მათ შორის გარდაცვლილი – 58;
- კარანტინის რეჟიმში – 5 392;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.