ბორდერიზაცია პანდემიის დროსაც განხორციელდა და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო - მინისტრი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი „პალიტრანიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაცია პანდემიის დროს დაახლოებით 14 სოფელს შეეხო.

მინისტრმა ამ საკითხზე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა. მისი თქმით, მავთულხლართების სიგრძე ცხინვალის რეგიონში 52 კილომეტრს შეადგენს, აფხაზეთის რეგიონში – 49 კილომეტრს.

„რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, ეს არის ამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვა. ეს მიმართულია იქეთკენ, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, შეაფერხოს განვითარების პროცესი და შექმნას გამოწევევები უსაფრთხოების მხრივ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 100-ზე მეტი სოფელი დაზარალდა. ბორდერიზაცია განხორციელდა პანდემიის დროსაც და დაახლოებით 14 სოფელს შეეხო. მავთულხლართების მიღმა არსებობს ე.წ. ხნულები, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, რაც ასევე ბორდერიზაციის ნაწილია“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.