ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მსვლელობას ვაუქმებთ - „ევროპული საქართველო“

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველო“ 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაგეგმილ მსვლელობას აუქმებს. როგორც პარტიაში ამბობენ, ამის მიზეზი ეპიდსიტუაციის გაუარესება გახდა.

დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 11  პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 342;
  • თბილისი – 277;
  • იმერეთი – 198;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22;
  • გურია – 11;
  • შიდა ქართლი -12;
  • ქვემო ქართლი – 3;
  • მცხეთა-მთიანეთი – 10;
  • კახეთი – 7;
  • სამცხე-ჯავახეთი – 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი – 2.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 7714  აქტიური ინფიცირებულიდან 70-ზე მეტი კრიტიკულად მძიმეა.