დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან 6 პაციენტი გარდაიცვალა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, დაინფიცირდა კიდევ 1595 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთაგან 5 ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში აღირიცხა. მათ შორის:
81 წლის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: კორონავირუსი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შოკი;
49 წლის, რესპუბლიკურ საავამდყოფოში. დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია, შოკი დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. თანმხლები დაავადებები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, იყო დიალიზდამოკიდებული.
40 წლის, რესპუბლიკური საავამდყოფო. კორონავირუსის თანმხლებად ჰქონდა C ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება.
66 წლის, კლინიკა „მედინა“. დიაგნოზი: მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე სარქვლოვანი პატოლოგია, მარჯვენამხრივი, კოვიდ 19, პნევმონია;
60 წლის, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. დიაგნოზი: ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 22803;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9401;
- მათ შორის გარდაცვლილი – 178;
- კარანტინის რეჟიმში – 4408;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3155;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1848;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.