ეს არ იყო არჩევნები, გელოდებით ხვალ 4 საათზე რუსთაველზე - ნიკა მელია

პუბლიკა

ხვალ, 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველზე – თქვა ნიკა მელიამ ოპოზიციის სახელით.

„ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია“, – თქვა მან.

ოპოზიციის ლიდერები გლდანში, ნიკა მელიას შტაბში არიან შეკრებილნი და ნიკა მელიას განცხადება მათი ერთობლივი თათბირის გადაწყვეტილებაა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 39.98%. ამ მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ხმა ამომრჩეველთა 50.93-მა მისცა.