„და ჩვენ ვიცეკვეთ“ სანდენსის კინოფესტივალის Spotlight სექციაში საჩვენებლად აირჩიეს

პუბლიკა

ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სანდენსის კინოფესტივალზე „სპოტლაითის“ სექსციაში საჩვენებლად შეარჩიეს.

ფესტივალზე 3853 ფილმი შევიდა და მათგან 118 შეირჩა.

სექციაში „სპოტლაითი“ უჩვენებენ იმ გამორჩეულ ფილმებს, რომელთა საპერმიერო ჩვენება სხვა ფესტივალებზე უკვე გაიმართა. ამ სექციაში გასულ წლებში უჩვენეს ისეთი ფილმები, როგორიცაა „იდა“, „ლობსტერი“ და სხვა.

სანდენსის კინოფესტივალი 23 იანვარს გაიხსნება.

ლევან აკინის ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა უკვე 15-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა ფესტივალზე. ლევან გელბახიანი ევროპული კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტია. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ოსკარზეც წარადგინა.