აუცილებელია ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს - გიორგი გახარია

პუბლიკა

„ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების პროცესში ხარვეზები არსებობდა, თუმცა ისინი გამოსწორებადია. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ხარვეზები უნდა მოწესრიგდეს სამართლებრივი გზით და არა – ქუჩაში.

„რა თქმა უნდა, ხარვეზები არსებობდა, ჩვენ გარდამავალი დემოკრატია გვაქვს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ხარვეზები არსებობს იმისთვის და დემოკრატიული განვითრება არსებობს იმისთვის, რომ მსგავსს ხარვეზებს ვუპასუხოთ შესაბამისს დემოკრატიულ ფორმატებში სამართლებრივი პროცედურების გავლით და არა ქუჩაში. განსაკუთრებით ამ ეპიდემილოგიურ და ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ჩვენ ერთი რამ გვესმის და გვჯერა, ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად.

მისი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი, რომ 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატი მიენიჭებინა არის პასუხისმგებლობა. გახარიას თქმით, საქართველოს მოსახლეობის დავალებაა, რომ დიალოგის გზით გადაწყდეს პრობლემები.

„ეს არის ჩვენი მოქალაქის, საქართველოს ამომრჩევლის დავალება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დავალებას მივყვებით და შევასრულებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ მივიღებთ ამ დავალებას, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ის, საითაც დემოკრატიული განვითარების ლოგიკა მიგვითითებს, ამიტომ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ღია და მზად ვართ მსგავსი საუბრებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.