პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

პარლამენტის შენობასთან 2 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

აქტივისტების განცხადებით, სამართალდამცველებმა მათ რკინის დროებით კედელზე წარწერის გაკეთებისა და სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნმისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


საქართველოს პარლამენტთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ადგილზე გაშლილია რამდენიმე კარავიც.