„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა X მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს.
კენჭისყრის პროცედურაზე „ქართული ოცნების“ 86 დეპუტატი დარეგისტრირდა. სხდომას არ ესწრება ოპოზიციური პარტიების 60 დეპუტატი.
პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. მან პრეზიდიუმში თავისი ადგილი დაუყოვნებლივ დაიკავა;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს: გიორგი ვოლსკი – პირველი მოადგილე; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები – კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილეები საპარლამენტო ოპოზიციიდან უნდა იყვნენ; ოპოზიციის ბოიკოტის გამო ეს პოზიციები, ჯერჯერობით, ვაკანტურია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა.
რაც შეეხება კომიტეტებს, თავმჯდომარეებად აირჩიეს:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი;
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნოკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.
ოპოზიციის ბოიკოტის გამო ვაკანტური დარჩა კომიტეტების თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილეების ადგილი.